მომდევნო კვირაში “რეალი” რონალდუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ესპანური გამოცფემა “მარკა” იუწყება, რომ მადრიდის “რეალი” მომდევნო კვირაში კლუბის ლიდერ კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2021 წლის 30 ივნისამდე იქნება.
წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, გარდა ხელშეკრულების ხანგრძლივობისა. 31 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელს სურს, რომ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდეს, მაგრამ კლუბი რონალდუს ხელშეკრულების 2021 წლამდე გაგრძელებას სთავაზობს. ორშაბათს ან სამშაბათს მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ოფიციალური განცხადება უნდა გაკეთდეს.
სათქმელია ისიც, რომ ახალი შრომითი ხელშეკრულება ხელფასის გაზრდასაც მოიცავს. შესაბამისად, რონალდუ კვლავ გახდება “რეალის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც კლუბმა გარეტ ბეილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, უელსელისა და პორტუგალიელის ანაზღაურება გათანაბრდა.