საქართველოს ნაკრები მოლდოვასთან მატჩისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ეროვნული ნაკრები, 7 ნოემბერს მოლდოვასთან მატჩისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო „ჰუალინგში“ შეიკრიბება და საწვრთნელი პროცესის ძირითად ნაწილს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. „ზესტაფონის“ სავარჯიშო მოედანზე გაივლის. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სავარჯიშო პროცესში 24 ფეხბურთელი იქნება ჩართული, ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში უკრაინული „ზორიას“ ნახევარმცველი, ჯაბა ლიპარტია გამოიძახა. ჯანო ანანიძე კი, რომელსაც ამ დროისთვის ტრავმა აქვს, თბილისში ჩამოვა და ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)
საქართველოსა და მოლდოვას საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია, „დინამო არენას“ სალაროებსა და ონლაინ რეჟიმში www.tkt.ge/geovsmol მიმდინარეობს.
GFF.GE