“პსჟ”-მ იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი იპოვა
გასულ ზაფხულზე ფრანგული “პსჟ” დატოვა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა. პარიზელებს სატრანსფერო ფანჯარაზე შვედი ფორვარდის შემცველი არ უყიდიათ და ისინი ახალ სეზონს ერთი ფორვარდის – ედინსონ კავანის იმედად შეხვდნენ.
გავლენიანი გამოცემა, Mirror-ი იტყობინება, რომ “პსჟ”-ს ბოსები უკმაყოფილონი არიან იმ სიტუაციით, რომ მათ მხოლოდ ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი ჰყავთ. ამიტომ, სურთ ლივერპულის “ევერტონის” ლიდერის, რომელუ ლუკაკუს შეძენა. ბელგიელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის 11 ტურში უკვე შვიდი გოლი გაიტანა. იგი, შარშანდელივით, ძალიან კარგ ფორმაშია და პროგრესს განაგრძობს.
საინტერესოა, რა თანხას შესთავაზებენ პარიზელები ინგლისური კლუბის მესვეურებს და დათმობს თუ არა “ევერტონი” წამყვან ფიგურას.