საქართველოს ფუტსალის ლიგა 2016/17 იწყება!
10 ნოემბერს, ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წ.წ სეზონი აიღებს სტარტს.
წლევანდელ ჩემპიონატში, რომელიც დებიუტანტების სიმრავლით გამოირჩევა, 10 (ათი) გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გათამაშება ორ წრედ წარიმართება. წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული განაგრძობს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებულები ორი მოგების შედეგად გამოვლინდებიან.
10.11.2016. საქართველოს ფუტსალის ლიგა. I ტური
12:00 აფხაზეთი – იბსუ
14:00 თბილისი – მგლები
16:00 სტუ-თელასი – მფკ დინამო (ბთ)
18:00 აგორა – ბსუ (ბთ)
20:00 თბილისი ვარიორსი – ტატიშვილი
სფფ-სა და შBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, წლევანდელ ჩემპიონატსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.
სიახლეა საპრიზო ფონდთან დაკავშირებით – გუნდებს ფრის და მოგების შემთხვევაში, გაზრდილი ფულადი ბონუსები დაერიცხებათ.
აღსანიშნავია, რომ თბილისი არ იქნება ერთდაერთი ქალაქი სადაც ფუტსალის ლიგის მატჩები გაიმართება – ორივე ბათუმური კლუბი საშინაო შეხვედრებს აჭარის დედაქალაქში გამართავს.
ახალი სეზონის განსაკუთრებული სიახლე საქართველოს ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშების სატელევიზიო გაშუქებას შეეხება – სფფ-ს, SBM-ისა და ტელეკომპანია „სილკის“ პარტნიორობის ფარგლებში, გულშემატკივარს საშუალება ექნება ყოველ სამშაბათს, ფუტსალის ლიგის ტურის მიმოხილვა „სილკ უნივერსალის“ არხზე მომზადებული სპეციალური გადაცემის ფორმატში იხილოს. ტურის მიმდინარე ანგარიშების ხილვა კი, სპორტული სააგენტო SBM-ის ვებ-გვერდზე (www.sbm.ge) შეგეძლებათ.
წყარო: Gff.Ge