კონსტანტინე ლაშხი ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციას მომდევნო 4 წლის მანძილზე კვლავ კონსტანტინე ლაშხი უხელმძღვანელებს.
დიღომში, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ტანვარჯიშის ახალ დარბაზში გამართულ ფედერაციის საარჩევნო ყრილობაზე, ლაშხის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას ერთხმად ხმის მიცემის უფლების მქონე 19-ვე დელეგატმა დაუჭირა მხარი.
ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ისევ რუსუდან ხოფერია გააგრძელებს მუშაობას, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რუსუდან სიხარულიძე იქნება, ხოლო ვიცე-პრეზიდენტები სახეობების მიხედვით – ბესიკ გამსახურდია (სპორტული ტანვარჯიში), ინგა გიორგობიანი (აკრობატიკა), ნელი სალაძე (მხატვრული ტანვარჯიში) და გიორგი ფუტკარაძე (ბატუტზე ხტომა).
საარჩევნო- საანგარიში ყრილობაზე ასევე დამტკიცდა ახალი, 11 კაციანი პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით – კონსტანტინე ლაშხი, რუსუდან ხოფერია, რუსუდან სიხარულძე, ბესიკ გამსახურდია, ინგა გიორგობიანი, ნელი სალაძე, გიორგი ფუტკარაძე, როზა ბერიკაშვილი, გელა გაგუა, გურამ ოსანაძე, მიხეილ ელიტაშვილი.
ნოემბრის თვეში, ტანმოვარჯიშეებს სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ჩემპიონატი ელით, რომელიც 18-23 ნოემბერს გაიმართება, ხოლო დეკემბერში ტანვარჯიშსა და ასევე ბატუტზე ხტომაში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა.
სამინისტროს პრესსამსახური