ტრავმირებულმა დიეგო კოშტამ ესპანეთის ნაკრები დატოვა
ლონდონური “ჩელსისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, დიეგო კოშტა ტრავმირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური ფეხბურთის ფედერაციაც ადასტურებს.
მართალია, კოშტა მადრიდში გამართულ ნაკრების ბოლო ვარჯიშზე დააფიქსირეს, თუმცა როგორც ჩანს, მან ტრავმა ბოლოსკენ მიიღო. შედეგად, ის მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში “ფურია როხას” დახმარებას ვეღარ შეძლებს.
28 წლის ესპანელი ფორვარდი იძულებული გახდა უკან, ლონდონში დაბრუნებულიყო, სადაც ის სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს და გაარკვევს, თუ დროის რა მონაკვეთის გატარება მოუწევს ლაზარეთში.
ნაკრებსი კი მას “სელტა ვიგოს” თავდამსხმელი, იაგო ასპასი ჩაანაცვლებს, რომელსაც ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შანსი 29 წლის ასაკში ეძლევა.
OFICIAL | @aspas10 se incorporará a la concentración de la @SeFutbol en lugar de @diegocosta, que se marcha por lesión pic.twitter.com/z7wHwUXR0P
— Selección Española (@SeFutbol) November 10, 2016