ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინა დამაჯერებლად დაამარცხა (ვიდეო)
11 ნოემბერს, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე არგენტინა მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ გახსნა, მან სტუმართა კარში ულამაზესი გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის დამატებით წუთზე, გაბრიელ ჟესუსმა ნეიმარს კარგი გადაცემა გაუკეთა, ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში 58-ე წუთზე პაულინიომ დააფიქსირა – 3:0.
ბრაზილია – არგენტინა 3:0
ბრაზილია: ალისონი, მირანდა (ტიაგო სილვა 87′), დანი ალვეში, მარსელო, მარკინიოსი, რენატო აუგუსტო, ფერნანდინიო, პაულინიო, კოუტინიო (დუგლას კოშტა 85′), ნეიმარი, გაბრიელ ჟესუსი (ფირმინო 82′).
არგენტინა: რომერო, მასკერანო, საბალეტა, ოტამენდი, მასი, მორი, ბილია, პერესი (აგუეტო 46′), დი მარია (კორეა 71′), მესი, იგუაინი.