იგორ დობროვოლსკი: “ძალიან კარგად ვიცით, რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები”
12 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება. ერთ-ერთ მატჩში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, იგორ დობროვოლსკიმ შეხვედერის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“გასულ მატჩებში დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ფაქტორი, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც არსებობს. ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ყველა უშვებს შეცდომას. არსებობს ისეთი რაღაცებიც, რომლის შეცვლაც შედარებით რთულია.
თამაშის შედეგის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რაც გამოვა, ის იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გამარჯვება, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ჩემს მოთამაშეებზე არ იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება მეტოქეს, ვიცით რას წამროადგენს საქართველოს ნაკრები. არ დავკონკრეტდები ფეხბურთელებთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, აშკარა ფავორიტები არცერთ შეხვედრაში არ არიან. არიან გრანდები, რომლებიც ყველგან კარგად თამაშობენ, თუმცა ამ მატჩში ფავორიტს ვერ გამოვარჩევ.
დანარჩენს ხვალ ვიხილავთ”, – განაცხადა დობროვოლსკიმ.