მილტონ ჰეიგი: “ყველა მარცხიდან უნდა ვისწავლოთ”
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა იაპონიასთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“იმ შემადგენლობით, რომელიც დავაყენე, ძალიან კამყოფილი ვარ. ხვალ ამ თამაშის ანალიზს გავაკეთებთ. შეცდომებს მაშინ უშვებ, როცა მოწინააღმდეგეს წნეხში ყავხარ.
რთულია, როდესაც რამდენჯერმე მეტოქის ჩათვლის ხაზთან ხარ და არაფერი გამოგდის. რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილები ვართ. ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ.
პირველ ოც წუთში ლელო კი მივიღეთ, მაგრამ ხშირად ვუტევდით. იაპონია ის გუნდია, რომელსაც ტემპის მომატება შეუძლია. ყველა გამარჯვებიდან და ყველა მარცხიდან რაღაცას ვსწავლობთ.
ალბათ, ბურთის შენარჩუნებაზე მეტი მუშაობა მოგვიწევს. ჩემი აზრით, ბევრი რამ შესაცვლელი არ არის. ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით, ეს დიდი პროცესია.
სტადიონზე განსაკუთრებულად კარგი ატმოსფერო იყო. მადლობა ყველა ქომაგს. ერთ კვირაში გულშემატკივრების თანადგომა ძალიან დაგვჭირდება”, – განაცხადა ჰეიგმა.