კაშია: “მეტოქემ ისეთი გოლი გაგვიტანა, რომელსაც ცხოვრებაში ვეღარ გაიტანს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ მოლდოვასთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“შედეგი, რა თქმა უნდა, უარყოფითია. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ მეორე ნახევარში საშინლად ვიასპარეზეთ. უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა. მეორე გოლზე, უსიტყვოდ, უნდა გვეთამაშა.”
რაც შეეხება მეტოქის გოლს, ყოველთვის შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ასეთ რამეს ვერ აიცილებ თავიდან. დაარტყა და გაიტანა ისეთი, როგორსაც ვეღარასდროს გაიტანს. მაინცდამაინც ჩვენთან გააკეთა ეს იმ მოთამაშემ.
მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. ძალიან რთულია, ამის შემდეგ თამაში აკონტროლო.
მესმის გულშემატკივრის იმედგაცრუება, თუმცა, გულით გეუბნებით, ჩვენც – თითოეული ფეხბურთელი თუ მწვრთნელი ძალიან იმედგაცრუებულია,” – განაცხადა კაშიამ.