კუმანი: “ლივერპულს” პრემიერ ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია”
შესაძლოა, რონალდ კუმანი “ლივერპულის” მოსისხლე მტრის, “ევერტონის” თავკაცი იყოს, მაგრამ ის ობიექტურობას მაშინაც არ კარგავს, როდესაც საქმე იურგენ კლოპის გუნდის საჩემპიონო შანსებს ეხება.
“ფავორიტებზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ “ლივერპულის” ასპარეზობით მოხიბლული ვარ.
შესაძლოა, “ევერტონის” თავკაცისგან ასეთ განცხადებას არ ელით, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ და ცხრილის სათავეში ყოფნასაც იმსახურებენ. მათ გააჩნიათ კონკრეტული მიზნები, რაც წარმატებისთვის აუცილებელია.
რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ჩემპიონის სტატუსის მოპოვება. ამის შანსი საკმაოდ დიდია, ამგრამ ამ დროისთვის ისინი მხოლოდ კანდიდატები არიან.” – დაამატა კუმანმა, რომლის გუნდიც 11 ტურის შემდეგ 8 ქულით ჩამორჩება კლოპისას.