ბართომეუ: “ცოტა ხნის წინ გადაწყდა, დარჩება თუ არა მესი “ბარსელონაში”
რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ გაავრცელა საინტერესო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მესიმ მამამისსა და კიდევ ერთ პირს სთხოვა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობისთვის ეცნობებინა, რომ კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებდა. მესის თქმით, იგი მაქსიმუმ 2018 წლის ზაფხულზე დატოვებდა “ბლაგურნას”, ანუ მაშინ, როცა მას მიმდინარე კონტრაქტი ამოეწურებოდა.
სხვადასხვა წყარო “ბარსას” ლიდერის გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად იმას ასახელებდა, რომ არგენტინელი უკმაყოფილო იყო ესპანეთში არსებული საგადასახადო სისტემით.
ცოტა ხნის წინ “ბარსელონამ” ახალ სპონსორთან – “რაკუტენთან” გააფორმა კონტრაქტი, რომლის ღონისძიებაზეც გუნდის პრეზიდენტმა, ბარტოემუმ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი რამ განაცხადა: “არაფერია სანერვიულო. ჩვენ საბოლოოდ შევძელით და მესი დავარწმუნეთ. ის კარიერას “ბარსელონაში” დაასრულებს.”
წესით, კატალონიური გუნდის ფანებს სანერვიულო აღარაფერი უნდა ჰქონდეთ.