იტალიური პრესა: იოვეტიჩი “ვესტ ჰემისა” და “ფიორენტინას” ინტერესთა სფეროში მოექცა
Tutto Mercato Web-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მილანური “ინტერის” თავდამსხმელის, სტეფან იოვეტიჩის მიმართ ინტერესი იტალიურმა “ფიორენტინამ” და ინგლისურმა “ვესტ ჰემმა” გამოთქვეს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფორვარდს “ფიორენტინას” მაისურით 5 სეზონი აქვს ჩატარებული. ასე რომ, მის დაბრუნებას “სტადიო არტემიო ფარნკის” მკვიდრნი დიდი სიხარულით შეხვდებიან.
თუმცა, პაულო სოუზას მხარეს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად “ვესტ ჰემის” დამარცხება მოუწევს, რომელსაც ბოლო დროს საკმაოდ ძლიერად აკავშირებენ “სიტის” ყოფილ თავდამსხმელთან.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2015 წელს “ინტერში” გადასვლის შემდეგ, იოვეტიჩმა 26 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა და სათადარიგოთა სკამზეც მოასწრო ადგილის დაჯავშნა.