მეორე ლიგაში “ცხუმის” ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს (ვიდეო)
16 ოქტომბერს მეორე ლიგის აღმოსავლეთ გ ზონის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “შევარდენი 1906” “ცხუმს” დაუპირისპირდა და მეტოქე დამარეჯერებელი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა. თამაშის მიმდინარეობისას მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიამ წაგებული გუნდის ორი ფეხბურთელი გააძევა მოედნიდან.
მატჩის შემდეგ “ცხუმის” უკმაყოფილო მოთამაშეები მსაჯს მივარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
“შევარდენი 1906”-ის ფეხბურთელებს დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ მონაწილეობა.
აქვე გთავაზობთ ამ კლუბის პრეზიდენტის, გეგი კიკაბიძის განცხადებას:
“ს.კ. ”შევარდენი-1906” – ის ფეხბურთელებს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ .
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ”ცხუმის” ფეხბურთელების მხრიდან მსაჯთა ბრიგადის მისამართით .
ს.კ. ”შევარდენი-1906” კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნებისმიერ ძალადობას და არასპორტულ საქციელს !” – ნათქვამია განცხადებაში.