უმაღლესი ლიგის XIII ტური: პრევიუ
18, 19 და 20 ნოემბერს უმაღლესი ლიგის წითელი და მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩების პრევიუს.
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაა მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გაიმართება. სტუმრებს 12 ქულა აქვთ და მეოთხე პოზიციაზე არიან, “ცხინვალს” კი, 9 ქულა აქვს და თეთრ ჯგუფში ბოლო, მეშვიდე ადგილს იკავებს.
“დინამო არენაზე” ერთმანეთს “დინამო” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდებიან. “დინამოელები” თეთრ ჯგუფში 17 ქულით მეორე ადგილზე არიან, “ლოკომოტივი” კი, 14 ქულით – მესამეზე. პირველ წრეში ამ გუნდებს შორის „მიხეილ მესხზე“ უგოლო ფრით დასრულდა.
მეცამეტე ტურში ბოლნისის „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონის მინდვრის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე გაიმართება. მატჩს სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს, „სიონი“ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, ბათუმის „დინამო“ კი ევრო-ზონაში მოსახვედრად.
„მიხეილ მესხის” ცენტრალურ მოედანზე შედგება თბილისის „საბურთალოსა“ და „ზუგდიდის” დაპირსპირება. როგორც ეს შეხვედრა, ასევე წინა მატჩიც 19 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერს გაიმართება, მესხის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ტესტ-მატჩის გამო.
მეცამეტე ტურის ერთ-ერთ შეხვედრაში “სამტრედია” “დილას” მიიღებს. შეგახსენებთ, რომ იმერლები უკვე გახდნენ წითელი ჯგუფის გამარჯვებულები.
თეთრი ჯგუფის ჩემპიონი “ჩიხურა” “გურიას” დაუპირისპირდება.