ასაკობრივ ლიგებში პლეი-ოფები იწყება
20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 17-წლამდე და 15-წლამდე ლიგების რეგულარული სეზონი დასრულდა. 24 ნოემბერიდან კი, გუნდები პლეი-ოფებში ჩაერთვებიან უძლიერესის გამოსავლენად.
პლეი-ოფები მეოთხედფინალური ეტაპიდან დაიწყება და ფინალის ჩათვლით უძლიერესი გუნდის ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირებით გაირკვევა. მეოთხედფინალურ ეტაპზე გუნდები ასე დაწყვილდნენ:
15-წლამდე ლიგა:
ა – 24.11 დინამო თბ – ლოკომოტივი
ბ – 24.11 მერანი – სფფ აკადემია თბ
გ – 24.11 ტორპედო – საბურთალო
დ – 25.11 ცხინვალი – შუქურა
17-წლამდე ლიგა:
ა – 25.11 დინამო თბ – ზუგდიდი
ბ – 25.11 ლოკომოტივი – ცხინვალი
გ – 25.11 კოლხეთი 1913 – სფფ აკადემია თბ
დ – 25.11 საბურთალო – მერანი
ორივე ასაკში ნახევაფინალურ ეტაპზე „ა“ წყვილის გამარჯვებული „დ“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, „ბ“ წყვილისა კი, „გ“ წყვილისას. ნახევარფინლური და ფინალური მატჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შერჩეულ ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდება.
წყარო: Gff.Ge