პოჩეტინო ლიგაზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, რაღაცეების შეცვლაზე ფიქრობს
მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით წარუმატებელი ასპარეზობა შეაფასა და გუნდის მიზნებზე ისაუბრა. არგენტინელმა ისიც აღნიშნა, რომ “მამლები” ევროპა ლიგაზე თამაშს ბოლომდე აპირებენ.
“ჩატარებულმა ხუთმა მატჩმა აჩვენა, რომ ჩვენი გუნდი საკმარისად ძლიერი არ არის, პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთნაირად კონკურენტუნარიანი რომ იყოს.
წინ რთული მისია გვქონდა, რომელიც ვერ შევასრულეთ. მაგრამ ესეც კარგია, გამოცდილება მივიღეთ და ვეცდებით, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.
პრემიერ ლიგაში ლიდერთან სხვაობა შევამცირეთ, თუმცა ორივე ტურნირზე წარმატების მისაღწევად მეტია საჭირო, ალბათ ამას გუნდის გაძლიერებაც დასჭირდება.
ევროპა ლიგაზე თამაში და ფინალამდე მისვლაც დიდებული რამ არის გუნდისთვის. ხვალ ახალი დღეა, მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი სვლა არ დასრულებულა, ახლახან დაიწყო.”