“როსტოვმა” რუსეთში მიუნხენის “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები იმართება.
ერთ-ერთ მატჩში “როსტოვმა” რუსეთში მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო. დაპირისპირებაში ანგარიში დუგლაშ კოშტამ 35-ე წუთზე გახსნა. სერდარ აზმუნმა 44-ეზე გაათანაბრა.
მეორე ნახევარში “როსტოვი” საერთოდ წინ გავიდა. დმიტრი პოლოზმა 50-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან აიღო მანუელ ნოიერის კარი. მასპინძლებს დიდ ხანს ზეიმი არ დასცალდათ. ბერნატმა ზუსტად 2 წუთში ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი “როსტოველთა” მხრიდან 67-ე წუთზე კრისტიან ნობოამ გაიტანა. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 3:2 დასრულდა რუსების გამარჯვებით.
ამ წარმატების შემდეგ “როსტოვს” 4 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციაზეა. “ბაიერნი” კი 9 ქულით მეორე ადგილს იკავებს.