მადრიდის “რეალმა” მიზანში შვედი თინეიჯერი ამოიღო
მადრიდის “რეალმა” 17 წლის შვედ ფეხბურთელს დაუმიზნა, რომელმაც ბოლო დროს ბევრი ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. საუბარია “აიკ”-ის ფორვარდზე, ალექსანდერ ისაკზე.
ახალგაზრდა შვედმა ფეხბურთელმა უკვე მოასწრო შვედეთის უმაღლესი ჩემპიონატის ისტორიაში შესვლა. ისაკი, რომელმაც ამ სეზონში 10 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც გოლი აქვს გატანილი.
Sport Expressen-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მისი ასეთი წარმატებული ასპარეზობა არც “ჩელსისა” და “პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს გამორჩენიათ, მაგრამ ამ ბრძოლაში მთავარ ფავორიტად მაინც ზიდანის კლუბს ასახელებენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ისაკის დებიუტი შვედეთის 21-წლამდელთა ნაკრებში წელს შედგა. უცხოურმა პრესამ უკვე შეარქვა მას ზედმეტსახელი – “ახალი ზლატან იბრაჰიმოვიჩი”.