“დილამ” “კოლხეთი” დაამარცხა: მეგრელები ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსახვედრად ვეღარ იბრძოლებენ
დღეს უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთი” მიიღო. დაპირისპირებაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. მე-17 წუთზე კაპანაძემ მოახერხა “დილას” წინ გაყვანა. საბოლოოდ, ქართლელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
საგულისხმოა: “დილას” ამ მატჩში რა შედეგიც არ უნდა დაეფიქსირებინა, მაინც მე-5 ადგილზე დარჩებოდა. ასე, რომ ამ გამარჯვებით გორელებისთვის არაფერი შეცვლილა და ისინი პლეი-ოფში იასპარეზებენ და იქ იბრძოლებენ უმაღეს ლიგაში დასარჩენად. რაც შეეხება “კოლხეთს”, ამ კლუბის უშუალო მეტოქემ – “საბურთალომ” ბათუმის “დინამოს” მოუგო და, შესაბამისად, მეგრელებს მხოლოდ სამი ქულა უნდოდათ, რათა პლეი-ოფში გასულიყვნენ და ევროპის ლიგაზე მოსახვედრად ებრძოლათ. თუმცა, როგორც ვთქვით, ისინი დამარცხდნენ და მე-4 ადგილს დასჯერდნენ. ევროპის ლიგისთვის კი “საბურთალო” იბრძოლებს.