ანტონიო კონტეს “ჩელსიმ” პოჩეტინოს “სპურსს” შემოუტრიალა (ვიდეო)
ინგლისური პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი, რომელსაც “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა.
მართალია, მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, ანგარიშიც სწორედ პოჩეტინოს ბიჭებმა გახსნეს (ერიქსენმა უძლიერესი დარტყმით), მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულსა და მეორეს დასაწყისში კონტეს ბიჭებმა თამაშის შემოტრიალება და საჭირო 3 ქულის ჩაწერა მოახერხეს აქტივში.
შედეგად, ლონდონის “ჩელსის” ანგარიშზე 31 ქულაა 13 ტურის შემდეგ (39 შესაძლებლიდან) და სატურნირო ცხრილსაც ლიდერობს. “სპურსი” კი 24 ქულით მეხუთე ადგილზეა მოკალათებული.
“ჩელსი”: ტიბო კურტუა; გარი კეჰილი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო, მატიჩი, ნ’გოლო კანტე, მოზესი (ივანოვიჩი 81′); ედენ აზარი (უილიანი 77′), დიეგო კოშტა, პედრო (ოსკარი 83′)
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე
“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; ერიკ დაიერი, ვიმერი, ვერტონგენი; უოლკერი, ვანიამა, დემბელე (იანსენი 83′), სონი (უინკსი 65′); ერიქსენი, დელე ალი (ნ’კუდუ 73′); ჰარი კეინი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლი: პედრო (მატიჩი) 45′, მოზესი (დიეგო კოშტა) 51′ – ერიქსენი (დელე ალი) 11′