გიგზი: “გასახდელში სარკე რონალდუს განკარგულებაში იყო”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა რაიან გიგზმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გუნდის ღირსებას კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად იცავდა.
“ხალხს დაავიწყდა, რომ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” მძიმე სტარტი ჰქონდა, თუმცა იგი ყოველთვის აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საუკეთესო იყოს. იგი საოცარი სპორტსმენი და საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია.
კრიშტიანუ კარგ თანაგუნდელად ითვლებოდა მანამდე, სანამ გასახდელში სარკე არ დაგჭირდებოდა. თავიდან სარკის წინ დევიდ ბექჰემი იჯდა, შემდეგ კი ეს ადგილი რონალდუმ დაიკავა. თუ გასახდელში სარკე დაგჭირდებოდა, მოცდა მოგიწევდა”, – გიგზის კომენტარი “მანჩესტერ იუნაიტედის” პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.