იოზილმა და დი მარიამ გეზი უკან, მადრიდისკენ აიღეს
მადრიდული გამოცემა, Marca ძალზედ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მადრიდის “რეალის” ყოფილი ლიდერები, მესუთ იოზილი და ანხელ დი მარია “ბერნაბეუზე” დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანულ-არგენტინული დუეტი მადრიდელთა ღირსებას 2010-2013 წლებში იცავდა, სანამ 2013 წელს იოზილი “არსენალში” გადაბარგდებოდა. ერთი წლის შემდეგ კი, დი მარიამ “ბლანკოსი” “მანჩესტერში” გაცვალა.
მართალია, იოზილს ლონდონის “არსენალთან” არსებული კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, დი მარიას კი 2019 წლამდე, მაგრამ ესპანელები გვარწმუნებენ, რომ ეს მათ მადრიდში დაბრუნებას ხელს არ შეუშლის.
მიზეზად კი მარკა იმას ასახელებს, რომ ეს ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობენ.