უმაღლესი ლიგის პლეი-აუტები: რევიუ
დღეს უმაღლესი ლიგის პლეი-აუტის შეხვედრები გაიმართა.
“სიონი” – “შუქურა”
ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა “სიონმა” ქობულეთის “შუქურა” მიიღო. მაყურებელმა გოლებით დახუნძლული, სანახაობრივი შეხვედრა იხილა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობისთ წარიმართა. ანგარიშის გახსნა სტუმართა ფეხბურთელმა, კომახიძემ მე-9 წუთზე მოახერხა. ზუსტად 7 წუთში სვანიძემ გაათანაბრა. ბოლნისლებს ზეიმი დამთავრებული არ ჰქონდათ, როცა მე-18 წუთზე კონიეჰამ ზედიზედ მეორედ წინ გაიყვანა “შუქურა”. “სიონი” ცდილობდა, რომ ჩამორჩენა აღმოეფხვრა. მასპინძლებმა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს და, საბოლოოდ, პირველი ტაიმის მეორე დამატებით წუთზე სიხარულიძემ გაათანაბრა.
მეორე ნახევარში მატჩში პირველად “სიონი” დაწინაურდა. 72-ე წუთზე ვასაძემ გაიტანა, რასაც 12 წუთში შალამბერიძემ უპასუხა. ანგარიში 3-3 გახდა და თითქოს ყველაფერი ასე უნდა დამთვარებულიყო, მაგრამ ბოლო გოლიდან 1 წუთში სიხარულიძემ დუბლი შეასრულა და “სიონს” გაამარჯვებინა. საბოლოოდ, 4-3.
საგულისხმოა, რომ მატჩის მიწურულს მთავარმა არბიტრმა სტუმართა ორი ფეხბურთელი, შალამბერიძე და მალანია მოედნიდან გააძევა.
ამ გუნდებს განმეორებითი შეხვედრა უკვე “ჩელე არენაზე” 6 დეკემბერს გაიმართება.
“გურია” – “დილა”
პლეი-აუტის მეორე შეხვედრა, ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ლანჩხუთის “გურია” გორის “დილას” დაუპირისპირდა.
პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ნახევრის 56-ე და 81-ე წუთებზე “დილას” მოთამაშეებმა – დან კოვამ და ეტოუმ გამოიჩინეს თავი და, საბოლოოდ, გორელებმა, ანგარიშთ, 2-0 იმარჯვეს.
ამ გუნდებს შორის მეორე შევხერდა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 6 დეკემბერს გაიმართება.