“მილანი” “კროტონეს” წინააღმდეს სპეციალური მაისურით ითამაშებს (ფოტო)
4 დეკემბერს, იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში “მილანი” საკუთარ მოედანზე “კროტონეს” დაუპირისპირდება.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, “როსონერი” ამ შეხვედრას სპეციალური მაისურებით ჩაატარებს. მაისურებზე ბრაზილიური კლუბის, “შაპეკოენსეს” ლოგო იქნება დატანილი, ზურგზე კი წარწერა “FORÇA CHAPE”-ს ვიხილავთ.
მილანელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდის ყველა ფეხბურთელის ფორმას “შაპეკოენსეს” გაუგზავნიან.