სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება: “კოლხეთიც” და ქობალიაც დასჯილია
2016 წლის 3 დეკემბერს სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა საგანგებო სხდომაზე 2016 წლის 2 დეკემბერს წალენჯიხის „სქურისა“ და ხობის „კოლხეთის“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილა.
კომიტეტმა წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მატჩის ვიდეო-ჩანაწერის შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელის, ირაკლი ქობალიას მხრიდან ადგილი ჰქონდა მსაჯის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამაც გამოიწვია მატჩის ჩაშლა. სადისციპლინო კოდექსის 106.4 მუხლის თანახმად, სადისციპლინო და დავების განხილველმა კომიტეტმა გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:
• ხობის „კოლხეთს“ ჩაეთვალოს წაგება, ანგარიშით 0:3 • ხობის „კოლხეთს“ დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი ფეხბურთელი ირაკლი ქობალიას მიერ ჩადენილ დარღვევას მომდევნო სხდომაზე განიხილავს, რომელიც ორშაბათს, 5 დეკემბერს გაიმართება.