19 წლამდელთა ლიგის ფინალი: თბილსის “დინამო” – “საბურთალო”
5 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 19 წლამდელთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. შეხვედრებს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.
პირველ მატჩში ერთმანეთს „ზუგდიდისა“ და თბილისის „საბურთალოს“ 19-წლამდე გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ქუთაისის “ტორპედო” შეხვდნენ. მატჩი თბილისის “დინამოს” გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
19 წლამდელთა ლიგის ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.
წყარო: Gff.Ge