“ჩელსის” კიელინი არ სჭირდება, გუნდს უკვე ჰყავს ახალი ჯონ ტერი”
ჯეიმი რედნაპი თვლის, რომ “ჩელსის” სულაც არ სჭირდება ისეთ ფეხბურთელში დიდი ფულის გადახდა, როგორიც ჯორჯო კიელინია მაშინ, როდესაც “არისტოკრატებს” ახალგაზრდა ნათან აკესთვის შანსის მიცემა შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელი ამჟამად “ბორნმუთის” ღირსებას იცავს, თუმცა ის “სტემფორდ ბრიჯელთა” მფლობელობაში იმყოფება, სადაც ის 2012 წელს გადაბარგდა.
“ჩელსი” მთელი ძალისხმევით ცდილობს ცაცია ცენტრალური მცველის პოვნას. მართალია, გარი კეჰილი ამ პოზიციაზე თამაშს მიეჩვია და კარგადაც გამოსდის, თუმცა ფაქტია, რომ ეს მისი ნამდვილი პოზიცია არ არის.
ასეთი ფეხბურთელების პოვნა დღესდღეობით ძალიან ძნელია. ლონდონელებს შუძლიათ ჯორჯო კიელინი დაიმატონ, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ისინი გათვლას მომავალზე გააკეთებენ და აკეს დაიბრუნებენ.
მიუხედავად იმისა, რომ აკეს თამაშშიც არის ხარვეზები, მჯერა, რომ ის “ჩელსის” გამოადგება, თანაც ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხასაც დაზოგავენ.”