საქართველოს 16 წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
16 და 19 დეკემბერს საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს აზერბაიჯანთან.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გურამ ასპინძელაშვილმა უკვე შეარჩია ის 22 ფეხბურთელი, რომლებიც აზერბაიჯანელების წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადებიან.
16-წლამდელები 9 დეკემბრიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბებიან. „ბასაზევე“, 14:00 საათზე, გაიმართება ორივე ამხანაგური მატჩი.
გურამ ჭიკაშუა (სფფ აკადემია), ირაკლი წაქაძე (ტორპედო), გიორგი აბზიანიძე (სფფ აკადემია), მარლენ აბსანძე (აკადემია ზუგდიდი), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ირაკლი აზაროვი (დინამო), ლევან თოლორდავა (მერანი), ნიკა მჭედლიძე (ზესტაფონი), შალვა მაღალდაძე (დინამო), ბექა აშორდია (სფფ აკადემია), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო), ლუკა ჩაკვეტაძე (დინამო), გივი მუკბანიანი (ტორპედო), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), გიორგი იაკობიძე (დინამო), გიორგი გულიაშვილი (სფფ აკადემია), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), თორნიკე კურტანიძე (ცხინვალი), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), საბა კიკნაძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (სფფ აკადემია), გიორგი ღლონტი (შუქურა)
წყარო: Gff.Ge