ზიდანი: “გვინდა, რომ იაპონიაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ისტორია დავწეროთ”
მადრიდის “რეალი” უკვე 33 შეხვედრაა, არ აგებს. “ბლანკოსმა” ზედიზედ მოგებული ხუთი მატჩის შემდეგ, ბოლო 2 თამაშში (“ბარსელონასა” და “ბორუსიას” წინაღმდეგ) ფრე დააფიქსირა. საერთო ჯამში, დედაქალაქური გრანდი სამივე ტურნირზე შესანიშნავად გამოიყურება. ზიდანის შეგირდებს წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვთ, რომელიც იაპონიაში გაიმართება. “რეალი” პირველ შეხვედრას 15 დეკემბერს გამართავს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
“გვინდა, რომ იაპონიაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ისტორია დავწეროთ. პირადად ჩემში, ეს ქვეყანა კარგ მოგონებებთან ასოციაცირდება. იაპონიაში ბევრი ტიტული მოვიგე.”
“გვინდა წარმატებას მივაღწიოთ მათთვის, ვინც ჩვენც უკან დგას – ესენი ჩვენი გულშემატკივრები არიან!”
“რაც შეეხება ლა ლიგას… გეტყვით, რომ ამ ტურნირზე მთავარი ფავორიტები ჩვენ არ ვართ. მიხარია, რომ სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ვლიდერობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთის ჩემპიონატს უპრობლემოდ მოვიგებთ” – განაცხადა “რეალის” თავკაცმა.