მოურინიო: “რუნიმ მეტი უნდა გაიტანოს!”
უეინ რუნიმ მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით 20 მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა. ეს ისეთი მოთამაშისთვის, როგორიც ინგლისელია, არც ისე ბევრია.
მოურინიომ ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რუნის დონიდან და სტატუსიდან გამომდინარე, მან უფრო მეტი უნდა გაიტანოს. უეინმა მიმიდნარე სეზონში “ფენერბახჩეს” დუბლი შეუსრულა, ერთხელ პრემიერ ლიგაშც გამოიჩინა თავი; ეს იყო და ეს. მას მეტი შედეგიანობა მოეთხოვება.”
“ალბათ, ზლატანს იმიტომ აქვს ამდენი შანსი და იმიტომაა გუნდის ბომბარდირი, რომ ის ყველაზე წინ დგას. თუმცა, ეს სხვა ფეხბურთელების დაბალშედეგიანობას არ ამარათლებს.”
“უეინს შეტევაში მოთამაშე სპორტსმენად მივიჩნევ. არ მაინტრესებს, რა პოზიციაზე ათამაშებენ მას ინგლისის ეროვნულ ნაკრებში. როცა ქვეყნის ღირსების დასაცავად იძახებენ, იგი მათი ფეხბურთელია და არა ჩემი. ინგლისის ხელმძღვანელობას შეუძლია, რუნი მარჯვენა მცველადაც კი ათამაშოს. ეს ჩემი პრობლემა არაა. მაგრამ, როცა “მანჩეტსერის” ფორმას იცვამ, იგი შეტევაში მოასპარეზე ფეხბურთელი ხდება. შესაბამისად, მან მეტი გოლი უნდა გაიტანოს,” – განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.