პოჩეტინო: “მოურინიო ისევ “განსაკუთრებულია”
ლონდონის “ტოტენჰემის” მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.
“მომწონს მოურინიო და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.”
“მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდები ბოლო წლებში არც ისე კარგად გამოიყურებიან, ის მაინც “განსაკუთრებულია”. წარმოიდგინეთ, ასეთ პერიოდშიც კი ყველა – მედია, მსაჯები და სხვები – მასზე არიან ორიენტირებულნი.”
“მის მსგავსად, ბევრი მწვრთნელია რაღაც პერიოდის მანძილზე წარუმატებელი, თუმცა, მათ ისეთ ყურადღებას არ აქცევენ, როგორც პორტუგალიელს. რატომ? ის “განსაკუთრებულია”. ის განსაკუთრებული თვისებებითაა დაჯილდოვებული,” – განაცხადა “სპურსების” თავკაცმა.