კარაგერი: “ძალიან მინდოდა, რომ “ლივერპულს” მაჰრეზი დაემატებინა”
ჯეიმი კარაგერი აღიარებს, რომ ზაფხულში ძალიან სურდა, მის ყოფილ კლუბს, “ლივერპულს” ალჟირელი რიად მაჰრეზი დაემატებინა, რომელიც პრემიერ ლიგის გასული სეზონის ჩემპიონი გახლავთ.
“მაჰრეზს “ლესტერის” დატოვება სურდა, თუმცა შეთანხმებას ვერცერთ სხვა კლუბთან ვერ მიაღწია.
პირადად მე კი ძალიან მინდოდა, რომ ის “ლივერპულში” გადმოსულიყო. გასულ სეზონში მისი თამაშების ყურებით უდიდესი სიამოვნება მივიღე. სავარძლიდან წამომაგდებდა ხოლმე მისი მოქმედებები, თუ როგორ ჭრიდა ის დაცვის ხაზს.
ძალიან გამიკვირდა, რომ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო ესოდენ ნიჭიერი ფეხბურთელისთვის საჭირო თანხის გაღება, რომელმაც საკმაოდ ბევრი გოლიც გაიტანა და ასეთივე რაოდენობის საგოლე პასებიც დააგროვა.”