ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰენრიკ მხითარიანმა მოაგებინა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “მანჩესტერ იუნაიტედს” მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემი” ეწვია.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ჰენრიკ მხითარიანის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სომეხმა ფეხბურთელმა, მატჩის მეორე ტაიმში დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, მოპოვებული 3 ქულის წყალობით, “წითელმა ეშმაკებმა” მე-6 ადგილის შენარჩუნება მოახერხეს, მსგავსად “მამლებისა”, რომელიც 27 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.
“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; დარმიანი, მარკუს როხო, ჯონსი, ვალენსია; კერიკი, ანდერ ერერა (ფელაინი 90+6′); მარსიალი ( რეშფორდი 72′), პოგბა, მხითარიანი; იბრაჰიმოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; უოკერი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, როუზი; ვანიამა, დემბელე (უინკსი 67′); ერიქსენი (ნ’კუდუ 83′), ალი სონი; ჰარი კეინი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო