“შაპეკოენსეს” ფეხბურთელს, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა, არაფერს ეუბნებიან
“შაპეკოენსეს” მცველი, ნეტო ერთ-ერთია იმ იღბლიანთა შორის, რომელიც კოლუმბიაში მომხდარ საზარელ ტრაგედიას გადაურჩა, თუმცა როგორც ბრაზილიური პრესა იუწყება, მან ამ ინციდენტის შესახებ არაფერი იცის.
როგორც იცით, აღნიშნულ ავიაკატასტროფას სულ რაღაც სამი ფეხბურთელი გადაურჩა – ნეტო, მცველი ალან ლუსიანო რაშელი და სათადარიგო მეკარე ჯექსონ რაგნარ ფოლმენი. ეკიპაჟს კი სულ 71 მგზავრი შეადგენდა.
ამ დროისთვის ნეტო კოლუმბიის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ის რეაბილიტაციის პროცესს გადის. აღნიშნული საავადმყოფოს ექიმებმა კი მისთვის ყველაფრის დამალვა ემოციური შოკის თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან გაღვიძების შემდეგ არაერთხელ იკითხა, თუ როგორ დასრულდა “ატლეტიკო ნასიონალსა” და თავის კლუბს შორის არშემდგარი მატჩი.
“ფსიქოლოგის რეკომენდაციას ზედმიწევნით მივყვებით. ავარიის შესახებ მისთვის არაფერი გვითქვამს, რათა ემოციური შოკი და პოტენციური ზიანი თავიდან ავიცილოთ. ახლა მთავარი მისი ჯანმრთელობაა.” – აცხადებს კლინიკის მთავარი ექიმი.