“იუვენტუსს” ნ’ზონზი მოუნდა
იტალიური გამოცემა, Tuttosport-იტყობინება, რომ ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულად არის დაინტერესებული ანდალუსიის “სევილიას” ნახევარმცველით, სტივენ ნ’ზონზით. “ბებერი ქალბატონი” 26.5 მილიონ ფუნტს იხდის ნახსენებ სპორტსმენში.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის საყრდენი 2015 წლის ზაფხულში გადავიდა ესპანურ კლუბში “სტოკ სიტიდან” და სეზონ-ნახევრის მანძილზე რამდენიმე სერიოზული გუნდის ყურადღება მიიპყრო.
იტალიელების გარდა, ფრანგი ფეხბურთელი “ბარსელონას”, “ლესტერს” (კანტეს ადგილის შესავსებად) და “ჩელსის” სურთ. საინტერესოა, როგორ განვითარდება ზამთარში მოვლენები.