ოფიციალურად: სტურარომ “იუვესთან” გაახანგრძლივა
სტეფანო სტურარო ტურინში 2021 წლამდე დარჩება. ის ტურინის “იუვენტუსის” რიგით მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბოლო ორ დღეში კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოახერხა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ოთხშაბათს “ბებერმა ქალბატონმა” ასევე ოფიციალურად დაადასტურა დანიელე რუგანისთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.
OFFICIAL: @sturaro_stefano extends Juventus contract until 2021. https://t.co/2jXLNWGITe #Sturaro2021 pic.twitter.com/2aWO4Bcw5f
— JuventusFC (@juventusfcen) December 15, 2016
შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი “იუვეს” 2014 წელს შეუერთდა “ჯენუადან”. თუმცა, 2014-15 წლების სეზონი მან უმეტესწილად “სტადიო ლუიჯი ფერარისზე” გაატარა (განათხოვრებული იყო).
ტურინელებმა ის 2015 წლის თებერვალში გამოიძახეს. სერია ა-ს გასულ სეზონში მან 19-ჯერ მოირგო შავ-თეთრი მაისური და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.