მოურინიო: “ზლატანს ვაფრთხილებდი”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” გადმოსვლამდე შვედ ფორვარდს ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის სირთულეებზე აფრთხილებდა.
“იბრაჰიმოვიჩი არის პიროვნება, რომელსაც თავისი ხასიათი აქვს. მე მას ვაფრთხილებდი, რომ პრემიერლიგა არ არის ასაკში მყოფი ფეხბურთელებისთვის დასასვენებელი ლიგა. თუ ფენომენალური კარიერის მქონე მდიდარ ბიჭს დასვენება უნდა, იგი პრემიერლიგას ნამდვილად არ აირჩევს.
ინგლისში იმ შემთხვევაში მოდიხარ, თუ მსოფლიოს ყველაზე რთულ ჩემპიონატში გსურს თამაში, თუ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა გინდა. ასე რომ, ზლატანის გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტორებს ეფუძნებოდა და მე მართლა ბედნიერი ვარ. საქმე მხოლოდ გოლებს არ ეხება, იბრაჰიმოვიჩს აქვს ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები, არის მოტივირებული, რაც ძალიან მახარებს”, – მოურინიოს კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.