სამ გოგონას 20 წლის ფეხბურთელზე ძალადობისთვის საპატიმრო სასჯელი ემუქრება
ინგლისში უცნაური და უსიამოვნო ამბავი მოხდა, რის გამოც სამ გოგონას საპატიმრო სასჯელი ემუქრება.
გამოძიების თანახმად, ეს ამბავი 2015 წლის ნოემბერში, ერთ-ერთ პაბში დაიწყო, სადაც გოგონებმა 20 წლის მოყვარული ფეხბურთელი არყით ისე დაათვრეს, რომ ბიჭი საღ გონზე ვეღარ იყო. ამის შემდეგ გოგონებმა მსხვერპლი თავიანთ სახლში მიიყვანეს, სამზარეულოს იატაკზე დააწვინეს, გააშიშვლეს, მაკრატლით თმა შეაჭრეს და ტანზე ხახვი დააჭრეს, თავად კი მუსიკის ფონზე ცეკვა დაიწყეს. მოძალადეებმა ეს პროცესი ვიდეოსა და ფოტოებზე აღბეჭდეს.
26 წლის ბროგან გილარდი, 22 წლის პეიჯ კანინგემი და 20 წლის შერონ ჯონსი თავიანთ მსხვერპლს არ იცნობდნენ. თავად ფეხბურთელის ვინაობა საჯაროდ არ სახელდება.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ იკითხა, გამოიყენეს თუ არა ბრალდებულებმა მაკრატელი არადანიშნულებისამებრ. სამედიცინო გამოკვლევამ დაზიანება ვერ აღმოაჩინა, თუმცა თავად დაზარალებული ამბობს, რომ საჯდომზე ტკივილი იგრძნო. ვიდეო ამ კითხვაზე პასუხს ვერ სცემს, ვინაიდან კადრს გილარდის თავი ფარავს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ მოძალადეების ქმედება არ იყო სექსუალური მოტივით განპირობებული. მისი თქმით, ეს იყო მსხვერპლის დამცირება და თავდასხმა გადაიზარდა სექსუალურ ქცევაში.
შინ დაბრუნებულმა მსხვერპლმა ეს ამბავი დედას მოუყვა, მშობელმა კი მომხდარი სამართალდამცველებს აცნობა, რის შემდეგაც გამოძიება დაიწყო.
“გოგონებმა ჩემი შვილი მიზანში ამოიღეს, გონების დაკარგვამდე ასვეს არაყი და პაბიდან თავიანთ სახლში წაიყვანეს. ჩემა ბიჭმა არ იცის, ვინ იყვნენ ისინი, მისთვის სრულიად უცხო ხალხი იყო. პოლიციამ ძალიან სწრაფად იმუშავა და სამივე გოგო ოპერატიულად დააკავა. მომხდარის გამო ეს 12 თვე ძალიან მძიმე გადასატანი იყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება ადამიანს შეემთხვას. მართალია, ჩემს შვილს ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრავმა გაცილებით მძიმე გადასატანია”, – აღნიშნა მსხვერპლის დედამ.
მხარეები საბოლოო ვერდიქტს ელიან, რომელიც სასამართლომ მომდევნო თვეში უნდა გამოიტანოს.