“სიტიმ” “არსენალი” ტურის ცენტრალურ მატჩში დაამარცხა (ვიდეო)
ბრიტანული პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ მატჩს “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, რომელმაც 18 დეკემბერს ლონდონის “არსენალი” მიიღო.
მატჩი ლონდონის “არსენალის”, კერძოდ კი ტეო უოლკოტის გოლმა გახსნა, რაშიც დიდი წვლილი ალექსის სანჩესის საგოლე გადაცემამაც შეიტანა.
გაშვებული გოლის შემდეგ, “მანჩესტერ სიტი” მთელი ძალით გადადიოდა მეტოქის ნახევარზე, სანამ ლეროი სანე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე არ გაათანაბრებდა ანგარიშს. სანეს გოლს კი 25 წუთში სტერლინგის შესანიშნავი დარტყმაც მოჰყვა.
შედეგად, “მანჩესტერ სიტიმ” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში და ერთი ქულით დაუახლოვდა მესამეადგილოსან, დამარცხებულ “არსენალს”.
“მანჩესტერ სიტი”: კლაუდიო ბრავო; კლიში, კოლაროვი, ოტამენდი, საბალეტა (სანია 46′); ფერნანდო; დე ბრუინი, სილვა, ტურე, სანე (ხესუს ნავასი 76′); სტერლინგი
მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
“არსენალი”: პეტრ ჩეხი; ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი; კოკლინი (ჟირუ 75′),ჯაკა; უოლკოტი, იოზილი, აივობი (ოქსლეიდ-ჩემბერლინი 65′); სანჩესი
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: სანე 47′, სტერლინგი 71′ – უოლკოტი 5′