როგორ მივცეთ ხმა ზაზა ფაჩულიას All Star-ის გამოკითხვაში?
25 დეკემბერს 20:00 საათზე NBA-ს All Star-ის სასტარტო ხუთეულების შერჩევის პროცედურა დაიწყო, რომელიც 17 იანვრამდე გაგრძელდება.
წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ხმის მიცემის პროცესში მაყურებელთა ჩართულობა 50 პროცენტი იქნება, 25-25 პროცენტი კი ჟურნალისტებსა და კალათბურთელებს ეკუთვნით.
იმისათვის, რომ თქვენს საყვარელ კალათბურთელს მხარი დაუჭიროთ, რამდენიმე ხერხის გამოყენებაა შესაძლებელი. მთავარია, გაითვალისწინოთ, რომ ხმის მიცემა 24 საათში ერთხელაა შესაძლებელია, თუ ამ წესს დაარღვევთ, მაშინ თქვენი ხმა არ ჩაითვლება. აუცილებელია, რომ სოციალურ ქსელებში თქვენი პოსტი იყოს საჯარო.
Facebook: დაწერეთ #NBAVOTE + მოთამაშის სახელი და გვარი (მაგალითად: #NBAVote Zaza Pachulia). შეგიძლიათ, იგივე პრინციპით იმოქმედოთ სხვა ნებისმიერი ადამიანის პოსტის კომენტარებში.
Twitter: #NBAVOTE + მოთამაშის სახელი და გვარი.
NBA-ს ოფიციალური საიტი: ესტუმრეთ ამ ლინკს (NBA.com/vote) და აირჩიეთ თქვენი ფავორიტი კალათბურთელები.
Google: მოძებნეთ NBA Vote All-Star ან NBA Vote Golden State – აირჩიეთ გუნდი და სასურველი კალათბურთელი.
NBA-ს აპლიკაცია: ამ აპლიკაციის დაყენება Android და iOS სისტემებზე შეგიძლიათ. დღეში ერთხელ კი ფავორიტი კალათბურთელების არჩევის საშუალება გექნებათ.