კლოპი: “ლივერპული” ჩემთვის ზედგამოჭრილი კლუბია”
იურგენ კლოპი თვლის, რომ “ლივერპული” მისთვის ზედგამოჭრილი კლუბია, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი რეპუტაცია მან დორტმუნდის “ბორუსიაში” ჩატარებული 7 ბრწყინვალე სეზონის ხარჯზე მოიპოვა.
“ინგლისური პრემიერ ლიგით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული. ახლა კი ვრწმუნდები, თუ რაოდენ დიდებულია ის.
ის, რომ “ლივერპულში” ვარ, ამტკიცებს, რომ იღბლიანი კაცი ვარ. აქ გადმოსვლით კარგი ნაბიჯი გადავდგი, რადგანაც “ლივერპული” ჩემთვის ზედგამოჭრილი კლუბია.
მიყვარს, მიყვარს პრემიერ ლიგა. ეს ხომ მსოფლიოს ყველაზე დაძაბული ჩემპიონატია. აქ ყოველთვის მოიძებნება ექვსი ისეთი გუნდი, რომელიც ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას, რაც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება.
ესპანეთის ჩემპიონატში, თუ კარგი სეზონია, ტიტულის მოგების სამი ფავორიტი ჰყავთ, გერმანიაში – ყოველთვის ორი, “ბაიერნი” და რომელიღაც სხვა კლუბი. ინგლისში კი ასე არაა.”