უეფას წლის ნაკრებში ყველაზე ხშირად მოხვედრილ ფეხბურთელთა სიმბოლური გუნდი
უეფამ წლის ნაკრებში ყველაზე ხშირად მოხვედრილ ფეხბურთელთაგან სიმბოლური გუნდი დააკომპლექტა.
მეკარე:
იკერ კასილასი – 6 (2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012) (“რეალი”/”პორტუ”, ესპანეთის ნაკრები)
მცველები:
კარლეს პუიოლი – 6 (2002, 2005, 2006, 2008, 2009, 2010) (“ბარსელონა”, ესპანეთის ნაკრები)
ფილიპ ლამი – 5 (2006, 2008, 2012, 2013, 2014) (“ბაიერნი”, გერმანიის ნაკრები)
სერხიო რამოსი – 5 (2008, 2012, 2013, 2014, 2015) (“რეალი”, ესპანეთის ნაკრები)
ჟერარ პიკე – 4 (2010, 2011, 2012, 2015) (“ბარსელონა”, ესპანეთის ნაკრები)
ნახევარმცველები:
ჩავი – 5 (2008, 2009, 2010, 2011, 2012) (“ბარსელონა”, ესპანეთის ნაკრები)
ანდრეს ინიესტა – 5 (2009, 2010, 2011, 2012, 2015) (“ბარსელონა”, ესპანეთის ნაკრები)
სტივენ ჯერარდი – 3 (2005, 2006, 2007) (“ლივერპული”, ინგლისის ნაკრები). ჯერარდი ერთ-ერთია იმ ხუთ ნახევარმცველს შორის, რომლებიც წლის სიმბოლურ გუნდში სამჯერ მოხვდნენ, თუმცა იგი სულ შვიდ ნომინაციაში იყო წარდგენილი, რაც სხვების შედეგებს აღემატება. ამიტომაც, უეფამ უპირატესობა მას მიანიჭა და არა კაკას (5), რონალდინიოს (4), პაველ ნედვედს (3) ან ზინედინ ზიდანს (3).
თავდამსხმელები:
კრიშტიანუ რონალდუ – 10 (2004, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015) (“მანჩესტერ იუნაიტედი”/”რეალი”, პორტუგალიის ნაკრები)
ლიონელ მესი – 7 (2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2014, 2015) (“ბარსელონა”, არგენტინის ნაკრები)
ტიერი ანრი – 5 (2001, 2002, 2003, 2004, 2006) (“არსენალი”, საფრანგეთის ნაკრები)