ოფიციალურად: გიორგი ჯიქია კარიერას მოსკოვურ “სპარტაკში” გააგრძელებს
მოსკოვის “სპარტაკის” ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გიორგი ჯიქია “თეთრ-წითელთა” რიგებში ოფიციალურად უახლოეს მომავალში ჩაირიცხება.
“სპარტაკსა” და “ამკარს” შორის გაფორმებული ტრანსფერი ძალაში 2016 წლის 27 დეკემბერს შევა.
რუსეთის მოქალაქეობის მქონე ჯიქია “ამკარში” 2015 წლიდან ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 16 მატჩში გატანილი ერთადერთი გოლია.
“ბედნეირი ვარ, რომ “სპარტაკმა” ჩემი გადაბირეის სურვილი გამოთქვა. ჩემი ერთადერთი მიზანი წინსვლა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაა.”
აქვე ავღნიშნავთ იმასაც, რომ ჯიქიას რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის საკმაოდ რეალური შანსები აქვს.