IFFHS: 2016 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2016 წლის საუკეთესო სანაკრებო დონეზე მომუშავე მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.
წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელად პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ფერნანდუ სანტუში დასახელდა, რომელმაც გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელთა ათეული ასე გამოიყურება:
1 – ფერნანდუ სანტუში (პორტუგალია) – 199 ქულა
2 – ლარს ლაგერბეკი (ისლანდია) – 71 ქულა
3 – იოახიმ ლიოვი (გერმანია) – 62 ქულა
4 – კრის კოულმენი (უელსი) – 61 ქულა
5 – დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 52 ქულა
6 – ანტონიო კონტე (იტალია) – 17 ქულა
7 – ანტე ჩაჩიჩი (ხორვატია) – 8 ქულა
8 – მარკ ვილმოტსი (ბელგია) – 3 ქულა
8 – ტიტე (ბრაზილია) – 3 ქულა
10- ბერნდ შტორკი (უნგრეთი) – 1 ქულა
10- ანგე პოსტეკოღლუ (ავსტრალია) – 1 ქულა
10- ადამ ნავალკა (პოლონეთი) – 1 ქულა