20 წლამდელები | ვესტერნ პროვინსის აკადემიის სტუმრობა

თარიღი: დეკემბერი 28, 2016

2017 წელს საქართველოში (თბილისი და ქუთაისი) გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ეგიდით, უმცროსი ბორჯღალოსნები სუპერ რაგბის სამხრეთ აფრიკული ფრანჩიზის, ‘ვესტერნ პროვინსის’ აკადემიის თანატოლთა გუნდს შეხვდებიან.

სამხრეთ აფრიკელები საქართველოს 27 აპრილს ეწვევიან და 7 მაისამდე დარჩებიან. თამაშები კი 29 აპრილს, 3 და 6 მაისსაა ჩანიშნული.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უმცროსი ბორჯღალოსნები 31 მაისს არგენტინელ, 4 ივნისს სამხრეთ აფერიკელ და 8 ივნისს ფრანგ თანატოლებს ეთამაშებიან და ‘ვესტერნ პროვინსის’ გუნდთან გასამართი გასახურებელი თამაშები გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს.

7 წლის წინ დაწყებული ურთიერთობა

საქართველოს რაგბის კავშირსა და ვესტერნ პროვინსის აკადემიას შორის დამეგობრების მემორანდუმი 2009 წელს გაფორმდა. 7 წლის წინ ამ ურთიერთობის დამყარებაში უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს საპატიო კონსულმა სამხრეთ აფრიკაში ჟერარდ ვულმანმა და სრკ-ს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, ხოლო მის გაგრძელებაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ბექა დვალი. ამ ურთიერთობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი მარიუს ჰეინსი. სრკ-ს ხელმძღვანელობასთან რამდენიმე შეხვედრისა და აზრთა ურთიერთგაცვლის საფუძველზე, ამა წლის დეკემბერში საქართველოს ვესტერნ პროვინსის აკადემიის ოპერაციული დირექტორი, მთავარი მწვრთნელი ტროი ლი და დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი აკადემიის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ივან ვან ზული ეწვივნენ.

“2009 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მაშინ სამხრეთ აფრიკაში 6 ნიჭიერი ქართველი მორაგბე გაემგზავრა, რომელთაგან ორი – მერაბ შარიქაძე და ლაშა ლომიძე დღეს ბორჯღალოსნები არიან. ამ მორაგბეების მაღალ დონეზე თამაში თავისთავად მეტყველებს ვესტერნ პროვინსის აკადემიასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე. ამ შეთანხმების „გაცოცხლებაში“ ძალიან დიდი როლი ითამაშა ბექა დვალმა, რომელმაც მარიუს ჰეინსთან დაგვაკავშირა და პირველი შედეგები უკვე სახეზეა” – ამბობს ლაშა ხურციძე, სრკ-ს აღმასრულებელი დირექტორი.

ქართველი ახალგაზრდები აფრიკულ აკადემიებში

ვესტერნ პროვინსის აკადემიასთან თანამშრომლობის განახლებამ პირველი შედეგები უკვე მოიტანა. უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე მაღალი დონის მეტოქესთან რამდენიმე თამაში გაემართა, თუმცა ეს ერთადერთი სიკეთე როდია, რომელსაც ამ მემორანდუმის „გაცოცხლება“ მოიტანს.

იგეგმება, რომ ვესტერნ პროვინსის აკადემიაში 18-21 წლის 2-3 ქართველი მორაგბე გაემგზავროს და იქ სამი თვე გაატაროს.

“საქართველოსა და სამხრეთ აფრიკაში რაგბი პოპულარული სპორტის სახეობებია და გვსურს თანამშრომლობის გაღრმავება. თბილისში რამდენიმე საკითხის განსახილველად ჩამოვედით, რომელთაგან უმთავრესი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან გასახურებელი თამაშების გამართვაა. მეორეს მხრივ, გვსურს ჩვენს აკადემიაში სამი თვით ორი-სამი ქართველი მორაგბე მივიწვიოთ. აგვისტო-ოქტომბერში ისინი ჩვენთან იქნებიან და მნიშვნელოვნად დახვეწენ სარაგბო უნარებს.

ვესტერნ პროვინსის აკადემიაში სულ 30-მდე მორაგბე ირიცხება და მათ განვითარებაზე წარმატებული, ვეტერანი მორაგბეები ზრუნავენ. თითოეულ პოზიციაზე სამი-ოთხი სპეციალისტია მიმაგრებული და ისინი სხვადასხვა მიმართულებით, ინდივიდუალურად მუშაობენ. აკადემიაში 18-21 წლის ბიჭები ირიცხებიან და იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში 17 წლის ახალგაზრდები აგვყავს“ – გვიყვება ტროი ლი.

გარდა ვესტენრ პროვინსის აკადემიისა, ქართველ მორაგბეებს ვესტ ქოუსთ აკადემიაშიც შეეძლებათ სწავლება, რომლის ხელმძღვანელიც ივან ვან ზულია. ის ბიზნესმენია და საქართველოსთან დაკავშირებით სხვა ინტერესებიც აქვს. სუფთა სპორტული მიმართულებით, ვან ზული მზადაა საქართველოს რაგბის აკადემიას მეთოდოლოგიის დახვეწაში დაეხმაროს, საქართველოში ჩამოიყვანოს მაღალი დონის სპეციალისტები და ქართველ მწვრთნელებს მასტერ-კლასები ჩაუტარდეს.

ლაშა ხურციძე: “ჩვენი აკადემიის ინფრასტრუქტურით აფრიკელები კმაყოფილი დარჩნენ, თუმცა მათი სწავლების მეთოდოლოგია და აფრიკელი სპეციალისტების კვალიფიკაცია ქართულ რაგბის ნამდვილად წაადგება. ჩვენი სურვილია, რომ ჩავერთოთ ვესტერნ პროვინსის აკადემიის 7-კაცა რაგბის პროგრამებში, თუმცა ამ ეტაპზე უმთავრესი 20-წლამდელთა ნაკრების მომზადებაა. ამ მხრივ შეთანხმება მიღწეულია, აპრილ-მაისში აფრიკელები საქართველოში იქნებიან და ურთიერთთანამშრომლობის სხვა დეტალები ამ პერიოდში დაზუსტდება”

GFF.GE



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა