GFF AWARDS 2016
28 დეკემბერს, სასტუმრო Rooms Tbilisi-ში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
GFF AWARDS 2016-ზე წლის საუკეთესოები გამოავლინეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა. სპეციალური პრიზები მიიღეს:
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2015-2016 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა გიორგი ქვილითაიამ (ს.კ.„დინამო თბილისი“ 24 გოლი),
2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემ (ს.კ. „სამტრედია“ 13 გოლი).
ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირმა ნინო ჭუჭულაშვილმა (ს.კ. „ივერია“ 16 გოლი)
2016 წლის საუკეთესო გოლის ავტორმა ნიკა მაისურაძემ (ს.კ. „შევარდენი 1906“).
2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გახდა. ნომინანტები: გიორგი ხარაიშვილი, ოთარ კაკაბაძე
2016 წლის საუკეთესო მსაჯი – გიორგი ვადაჭკორია. ნომინანტები: ლაშა სილაგავა, გოგა კიკაჩეიშვილი.
2016 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გია ცეცაძე. ნომინანტები სოსო ფრუიძე, კახა ჩხეტიანი
2016 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – ზვიად კუპატაძე
2016 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ლანა გორგაძე. ნომინანტები: ნინო ჭუჭულაშვილი, ქრისტინე შახკულიანი, ელენე რაუხი
2016 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – ბუდუ ზივზივაძე. ნომინანტები: თეიმურაზ შონია, ბაჩანა არაბული
2016 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – გულბარა გაბელია. ნომინანტები: ტატა მატვეევა, ნინო სუთიძე
2016 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი – თორნიკე ოქრიაშვილი. ნომინანტები: გურამ კაშია, ჯანო ანანიძე, ვაკო გვილია.
გარდა ნომინაციებში გამარჯვებულებისა, ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საპატიო ჯილდო გადაეცათ, იმ ადამიანებს,რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფეხბურთის განვითარებაში.
საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა თბილისიდან ამბროლაურში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის სამუშაოდ ჩასული ბექა ოშხერელი, რომელიც მაღალმთიან რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაცის უწყობს ხელს.
აგრეთვე ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა ონის სპორტსკოლის დირექტორს, ერმილე ჩიტალაძეს და ცაგერში ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ხვამლის“ წარმომადგენელს პორფილე კოპალიანს.
ღონისძიებაზე განსაკუთრებით აღინიშნა, ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა. მიმდინარე წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა თემურ ჭყონიას. სპეციალური ჯილდო სახელწოდებით „ფეხბურთი ყველას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისათვის“ წარმომადგენელს ნიკა კაპანაძეს და ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „Warriors” წარმომადგენელს გიორგი ციხისელს.
სფფ-ის პრესსამსახური