წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ ორგანიზაციის წევრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანსაც წლის საუკეთესო სპორტსმენთა გარკვევა წარმოადგენდა. გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო კაც სპორტსმენად იამაიკელი სპრინტერი უსეინ ბოლტი დასახელდა, რომელმაც აღნიშნული წოდება მეექსვედ მოიპოვა. ეს სარეკორდო მაჩვენებელი გახლავთ. წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი გახდა. გამოკითხვაში 110 ქვეყნის 382-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.
2016 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენები:
1. უსეინ ბოლტი (იამაიკა, მძლეოსნობა) – 1149 ხმა (33,42%)
2. მაიკლ ფელპსი (აშშ, ცურვა) – 490 (14,25%)
3. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, ფეხბურთი) – 387 (11,26%)
4. ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი, ჩოგბურთი) – 159 (4,62%)
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, ფორმულა 1) – 146 (4,25%)
6. ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი) – 124 (3,61%)
7. ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) – 119 (3,46%)
8. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, ჩოგბურთი) – 114 (3,32%)
9. მო ფარა (დიდი ბრიტანეთი, მძლეოსნობა) – 91 (2,65%)
10. ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა, ჩოგბურთი) – 90 (2,62%)
2016 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენები:
1. სიმონე ბაილსი (აშშ, ტანვარჯიში) – 524 (15,24%)
2. კატინკა ჰოსუ (უნგრეთი, ცურვა) – 472 (13,73%)
3. სერენა უილიამსი (აშშ, ჩოგბურთი) – 361 (10,5%)
4. ქეთლინ ლედეკი (აშშ, ცურვა) – 319 (9,28%)
5. ალმაზ აიანა (ეთიოპია, მძლეოსნობა) – 279 (8,12%)
6. ანჟელიკ კერბერი (გერმანია, ჩოგბურთი) – 250 (7,27%)
7. გენზებე დიბაბა (ეთიოპია, მძლეოსნობა) – 160 (4,65%)
8. ელსონ ფელიქსი (აშშ, მძლეოსნობა) – 149 (4,33%)
9. ლორა ტროტი (დიდი ბრიტანეთი, ველორბოლა) – 125 (3,64%)
10. ლარა გუთი (შვეიცარია, სამთო-სათხილამურო სპორტი) – 112 (3,26%)