დევიდ ალაბა: “კრიტიკა მაძლიერებს!”
ავსტრიის ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის შესარჩევ ეტაპზე ათიდან ცხრა შეხვედრა მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა. ავსტრიელების ქულები გაიყო და მათგან ბევრი სენსაციასაც ელოდა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, თუმცა ამ გუდნმა ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი წააგო, პორტუგალიასთან ქულები გაიყო და მერვედფინალში ვერ მოხვდა.
ნახსენები ნაკრების ლიდერმა, დავიდ ალაბამ ჟურნალისტებთა ისაუბრა და განაცხადა, რომ, ის კრიტიკა, რომელიც ევროპის ჩემპიონატში წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ მას და მის გუნდელებს შეხვდათ, აძლიერებს და განვითარებაში ეხმარება.
“საფრანგეთში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მართალია, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საშინლად გამოვედით, თუმცა იმ სამ მატჩში ბევრი რამ ვისწავლეთ.”
“საფრანგეთიდან წამოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრმა გაგვაკრიტიკა და უარყოფითი სიტყვები არ დაიშურა ჩვენ მიმართ. თუმცა, ხალხის კრიტიკა მაძლიერებს და განვითარებაში მეხმარება. გუკშემატკივრისგან წამოსული აგრესია მაძლევს უფრო დიდ მოტივაციას, რომ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო და რაც შეიძლება მაღალ დონეზე ვითამაშო,” – განაცხადა მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა.