დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 დეკემბერი)
რონალდუში 300 მილიონ ევროს იხდიდნენ
30 დეკემბერს პრესაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ჩინური კლუბი “რეალის” ფორვარდის, კრიშტიანო რონალდუს სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა “ბლანკოსის” ხელმძღვანელები ცდუნებაზე არ წამოეგნენ.
“ჩელსი” ფერნანდო ლორენტემდე მივიდა
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ისინი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ “სუონსი სიტის” ფერნანდო ლორენტე საუკეთესო ვარიანტია “არისტოკრატთა” შეტევის პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად. (AS)
ძაძა “ვალენსიას” უახლოვდება
“ვესტ ჰემის” თავდამსხმელი, სიმონე ძაძა “ვალენსიაში” გადასვლას კიდევ უფრო მიუახლოვდა. იტალიური პრესის ცნობით, ძაძას მშობლიური კლუბი მზადაა, “ვალენსიას” მისი 17 მილიონ ფუნტად შესყიდვის უფლება მისცეს. (Sky Italy)
დეულოფეუს “მილანი” ინათხოვრებს
მერსესაიდული “ევერტონის” შემტევი ნახევარმცველი, ჯერარდ დეულოფეუ იტალიური “მილანის” ხელმძღვანელებს შეუთანხმდა. ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც რონალდ კუმანის გუნდში ადგილის დამკვიდრებას ვერ ახერხებს, “მილანში” იჯარის წესით ითამაშებს. (La Repubblica)
კურტუა “ჩელსიში” რჩება
ლონდონის “ჩელსის” იტალიელმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია ტიბო კურტუას “სტემფორდ ბრიჯიდან” შესაძლო წასვლის შესახებ. “ჩვენთვის ის რასაც გაზეთებში წერენ მნიშვნელოვანი არ არის. ის ჩვენთან რჩება. ყველაფერი სხვა უბრალო სპეკულაციაა.” (Goal)
პოჩეტინო ტრანსფერებზე არ ფიქრობს
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მას როს ბარკლის გადაბირება სურს და აღნიშნა, რომ ისინი ზამთარში აქტიურობას არ აპირებენ – “არ ვიცი საიდან მოდის ეს ჭორები (ბარკლიზე). თუ ისეთი ფეხბურთელის გადაბირების შანსი არ მოგვეცემა, რომელიც ნამდვილად შეძლებს ჩვენს დახმარებას, მოქმედებას არ ვაპირებთ.” (Sky Sports)
მოსალოდნელი ტრანსფერები (30.12.2016)